|
2021-10-18 15:39:46, 790 ნახვა
პოლიტიკა
„სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“ - 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის ღია წერილი ექს-პრეზიდენის პატიმრობაზე
ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლტიკოსები (ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები და საზოგადო მოღვაწეები) საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ, რომლის მთავარი ადრესატები.ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან. წერილს 72 ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის ქართველი პოლიტიკოსები. როგორც წერილშია ნათქვამი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება საქართველოში არ წყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაცია, რაც გამოწვეულია თავისუფლი სიტყვის კონტროლის მცდელობებით. მათივე განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული განცხადების გათვალისწინებითა და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართული დემოკრატიის გამოყვანის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
„თქვენო აღმატებულებავ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელი შეუწყო რეფორმების გატარებას, ცდილობდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას დასავლეთში,ეს იყო ის, რაც ქართველ ხალხს სურდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, უკვე ადვილია, დაივიწყო მომდევნო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს. 2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სხვადასხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი განახორციელებინა მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რეფორმები და გაეგრძელებინა წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ზედამხედველობა გაუწია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც მისი პარტია დამარცხდა და ძალაუფლება მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაცა ახალ მთავრობას. 2021 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში,იგი მაშინვე დააპატიმრეს და იხდის სასჯელს, რომელიც მას დაუსწრებლად მიესაჯა. ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ -ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ნასამართლობისა, ბრალდება საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული, რის გამოც არავის მოუხდენია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები იყო პოლიტიკური დევნის აშკარა ნიმუში. ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება საქართველოში არ წყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაცია, რაც გამოწვეულია თავისუფლი სიტყვის კონტროლის მცდელობებით. დაჭერა; ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და უცხოელი დიპლომატების დაშინებითა და თვალთვალით; მცდელობებით, რომ შეეზღუდოს სივრცე და რესურსი ხელისუფლებისადმი პოლიტიკურ ოპოზიციას. ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტების და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში ექსტრემალური პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტებითვის. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც არის საქართველოს საუკეთესო უსაფრთხოება ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ის კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს გზა და ახლა დუმილის დრო არ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული განცხადების გათვალისწინებითა და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართული დემოკრატიის გამოყვანის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა, რათა პასუხი გასცეს მისთვის წაყენებულ ნებისმიერ ბრალდებას. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომლიდანაც მოგვიანებით „ქართულმა ოცნება“ გამოვიდა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად დაისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელი ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნისთვის." - ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)