14:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 15:23:42, 733 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, მიშა ვერაფერს უშველის

მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ... მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ.-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, აშშ ვერ დაგვეხმარება და ვერც სანქციებს მიიღებს თუ ამის ნება ქართველ ხალხს არ ექნება.

„ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე - თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უნდა  ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ „თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ" - დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ „ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება" - ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ […]მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება - მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ... მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ შველის. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რო ვიმოქმედოთ. ჩვენი აქტიური ქმედებების გარეშე არაფერი შეიცვლება, მაგრამ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო რაიმე, გარდა იმისა, რაც არის საქართველოსთვის სწორი", -განაცხადა სააკაშვილომა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics