14:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 19:45:04, 695 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია-მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ მის ჩადებულ ინვესტიციას პრობლემა არ შეექმნება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგია ბოკერია ნამახვანჰესის შენების შეწყვეტას.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას „ქართული ოცნების“ , ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, იმიტომ რომ ამითი პირველი, ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე, კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ  ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ, მას ექნება გარანტი რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო-პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს.“ - განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ კომპანია ENKA ხელშეკრულბას წყვეტს, რის შედეგადაც ნამახვანჰესი აღარ აშენდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics