15:15 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 12:22:21, 821 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კვლევით, ბათუმში მმართველ პარტიას 49,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 29,8% უჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, შეკითხვაზე „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: მმართველ პარტიას მხარს 49,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 29,8% უჭერს მხარს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის მიხედვით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლელოს“ 2,1% უჭერს მხარს, „პატრიოტთა ალიანსს“ 1,9%, „მესამე ძალას“ 1,2%, მოქალაქეებს“ 1,2%, „ლეიბორისტულ პარტიას“ 1,1%, „ევროპული საქართველოს“ 1,1%, „გირჩს“ 0,6%, სხვა პარტიებს კი 4,9% უჭერს მხარს.

„რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 24, „ნაციონალური მოძრაობა“ 10, „საქართველოსთვის“ 1 მანდატი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 54.1% ხმას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს მისცემდა.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ხმას 30.6% მისცემდა. „საქართველოსთვის“ კანდიდატს ირაკლი მიქელაძეს 4.6%, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მერობის კანდიდატს გიორგი ფუტკარაძეს კვლევის მიხედვით ხმას 2.1% მისცემდა. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს ბონდო გუგულაძე 1.9% დაუჭერდა მხარს. დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ცისკარიძეს 1.2%, ხოლო სხვა კანდიდატებს 5.5%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics