20:18 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 15:18:18, 667 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს სადამკვირვებლო მისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული.
 
 „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევით, მონაცემთა ბაზის სიზუსტე უმჯობესდება ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების პროაქტიულად ამოღებით, მოქალაქეების უფასო დოკუმენტაციით უზრუნველყოფით, ფოტოების მიღება/განახლებითა და ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით, მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე კარდაკარ სამუშაოების განხორციელებით"-ნათქვამია ანგარიშში.
 

როგორც სადამკვირვებლო მისია ამავე დოკუმენტში უთითებს:

• საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად სააგენტომ საარჩევნო სიიდან 11 400–ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემი ამოიღო;

• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქოლცენტრის ოპერატორები ტელეფონით დაუკავშირდნენ 410 000-ზე მეტ მოქალაქეს ელექტრონულ ბაზაში ხარვეზის გამოსწორების მიზნით.
 
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერში შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაინტერესებული მხარეების უმეტესობას ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics