|
2021-09-18 12:54:45, 528 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, 60 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სივრცეები შეიქმნება
თბილისის მერად „ქართული ოცნების" კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +", რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის ყველა რაიონში მრავალპროფილური საუბნო ცენტრები შეიქმნება, სადაც 60 წელს მიღწეული თბილისელები კულტურული, გასართობი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა აქტივობების განხორციელებას შეძლებენ. „ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა შეგვექმნა ახალი პროგრამა, რომლის სახელია „60 +". გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი 60 წლის და ზემოთ, გვინდა. გვინდა მათთვის შევქმნათ შესაბამისი სივრცეები ქალაქის ყველა რაიონში. დღესაც არის ასეთი სივრცეები, მაგრამ ისინი არ არის კეთილმოწყობილი - ღია სივრცეებია, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან და ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი დომინოს და ა.შ. გვინდა, ეს სივრცეები უფრო თანამედროვე, უფრო ცივილიზებული გავხადოთ. ასეთი სივრცეები შეიქმნება სკვერებში, პარკებში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიკრიბონ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე. გვინდა, ეს ადამიანები ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში. თავად გადაწყვიტონ, თავიანთ რაიონში, უბნებში, ქუჩებზე რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელია პრიორიტეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია ამ ასაკის ადამიანებისთვის. როდესაც ვხვდებოდით მოსახლეობას, ამ ასაკის მოქალაქეებისგან ძალიან დიდი იყო ამაზე მოთხოვნა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში უკვე კონკრეტული პროექტის სახითაა წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვა მისი გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება მომავალშიც.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)