15:49 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 12:51:37, 437 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - 3 არასამთავრობოს ანგარიშში საარჩევნო კამპანიის დაწყებამე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

მისი თქმით, სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა.

„მაგალითად, საია-ს ანგარიში იწყება 1-ლი მაისიდან, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ანგარიშები - 1-ლი ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა, მაგალითად, „ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს, რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლად, 70-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics