01:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 17:10:17, 668 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეოს მინისტრის განცხადებით, ბაიდენი ტრამპივით მოიქცა, როცა ავსტრალიასთან ხელშეკრულება ჩაშალა

საფრანგეთი აცხადებს, რომ ბაიდენი ისე მოიქცა, როგორც  მისი წინამორბედი დონადლ ტრამპი, როცა მან ავსტრალიასთან დადებული თავდაცვის ხელშეკრულება ჩაშალა.- ინფორმაციას  „Reuters”-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულება შეეხება ავსტრალიის მხრიდან ფრანგული წყალქვეშა ნავების შესყიდვას.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ მათი პარტნიორობა დაამყარებს უსაფრთხობას ინდო-წყნარი ოკეანეში, რაც ავსტრალიას დაეხმარება შეიძინოს აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავები და გააუქმოს ფრანგული წყალქვეშა ნავების 40 მილიარდი დოლარის გარიგება.

”ეს, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებაა , რომელიც  მახსენებს იმას, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ”,-განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიო franceinfo- ს.

 

2016 წელს ავსტრალიამ შეარჩია ფრანგული გემთმშენებლის „Naval Group“, რომ ააშენოს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების, ახალი წყალქვეშა ფლოტი.

 

ორი კვირის წინ ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება საფრანგეთთან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეაქო  მომავალი თანამშრომლობა.

ტრამპსა და მაკრონს შორის ურთიერთობა დაიძაბა ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ბოლო თვეების განმავლობაში  დიპლომატების მხირადან იყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბაიდენი არ იყო გულწრფელი  ევროპელ მოკავშირეებთან.

ვაშინგტონის ქმედებები ავსტრალიაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ტრანსატლანტიკურ კავშირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics