23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 14:47:24, 923 ნახვა

მსოფლიო
საფრნგეთში დღეიდან სამედიცინო სფეროს წარმომაგენლების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში მომუშავე ყველა პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება- ამის შესახებ ინფრომაციას უცხოური მედია პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, ზაფხულის დასაწყისში  გამოაცხადა, რომ სამედიცინო პროფესიონალებმა და მათ, ვინც მუშაობს მოწყვლად ჯგუფეფთან - იქნებიან ეს უშალოდ ექიმები თუ მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარში მომუშავე მედდები, აუცილებლად უნდა გაიკეთონ აცრა.

სწორედ ამიტომ  მათ 15 სექტემბრამდე მისცა ვადა.

7 სექტემბრის მდგომარეობით, მოხუცთა სახლებში, საავადმყოფოებში და სხვა დაწესებულებებში აღმზრდელთა დაახლოებით 84% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო თვითდასაქმებული სამედიცინო პროფესიონალებისთვის, როგორიცაა ექიმები და ექთნები, მაჩვენებელი 91.1% -მდე გაიზარდა.ეს იმაზე მეტყველებს, რომ ათასობით ჯანდაცვის მუშაკი ჯერ  ისევ არ არის აცრილი და სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა.

 სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები, პარიზში ყოველკვირეული საპროტესტო აქციებს მათავენ.

 პრეზიდენტმა მაკრონიმ ასევე  განაცხადა, რომ დიდ ღონისძიებებზე, რესტორნებში,ბარებში, საქალაქთშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია მოქალაქეს თან ჰქონდეს, აცრის დამდასტურებელი მოწმობა, პისიარის ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ გადატანილის ცნობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics