17:10 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 20:35:56, 459 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია- დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ

 დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ და ვის მიმართაც არ ხორციელდება ფარული მიყურადება.- ასე გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელია.

მისი თქმით, ის რომ  ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს - საარაკო სიგიჟეა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიული კუთვნილება გადავდოთ გვერდზე. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ფარული მიყურადება, აღარ უსმენდნენ არც სასულიერო პირს, არც პედაგოგს, არ გამცირებდნენ ჟურნალისტებს და საქართველოს მოქალაქის უფლებები აღარ იყოს შელახული, ცვლილებები უნდა მოვიტანოთ 3 ოქტომბერს.

მე ვფიქრობ, აღარაფერ შუაში არ არის რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ. მე მაინტერესებს ამ ქვეყანას მომავალი ექნება თუ არ ექნება, დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ და ვის მიმართაც არ ხორციელდება ფარული მიყურადება. ისიც ვიხილეთ - მსხვერპლი ისეთი დამუშავებული ჰყავთ, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის სახით, რომ გამოდის და ამბობს - მერე რა, რომ უშიშროების სამსახური მე მიღებსო. ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს - საარაკო სიგიჟე ხალხო. ეს არის მორალური დაცემის მაგალითი, ამიტომ ყველა მივდივართ 2 ოქტომბერს და ხმას ვაძლევთ ოპოზიციას. ჩვენ ვიხილეთ მსხვერპლი, რომელიც არ უარყოფს ამას, მაგრამ თქვა უნდა მისმინონო - აქ უფრო მძიმედ და ტრაგიკულად გვაქვს საქმე, ვიდრე მავანს ჰგონია. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ყველაფერზე საუბარი უკვე მერიდება, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეჟიმი წარსდგა მთელი თავისი მანკიერებით, ამიტომ კარგს ვერავინ ვეღარ ელოდება და გამოსავალი არის 2 ოქტომბერში. "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს", - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics