|
2021-09-12 17:06:54, 497 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად მართვა და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით
„ქართული ოცნება" დღეს არის უალტერნატივო ძალა; ჩვენ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი ჩაატარებს ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივა არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობას. „მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, იდეალურები, არა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სწორი, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით დავამტკიცეთ და ვუჩვენეთ ჩვენს ხალხს, რომ შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით და ათასი უბედურებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ომებით და ტერიტორიების დაკარგვით. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ. „ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მშრომელმა ხალხმა ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ ბაზრების აგხსნით არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ახლა ჩავატარებთ ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივალთ არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ამიტომ, მეტი საქმე, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება უნდა მოვუტანოთ ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერმა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)