|
2021-09-11 17:40:07, 351 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ბორჯომში კოსტავას სკვერის სრული რეაბილიტაცია უკვე დაიწყო
„ბორჯომში მალე დასრულდება ისტორიული კავალერიის შენობა, რომელიც იქნება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ბორჯომელებისთვის, მისი სტუმრებისთვის და შეასრულებს კუკლტურული ცენტრისა და მუზეუმის ფუნქციას. ჩვენი თანმიმდევრულობა აქაც კარგად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, კოსტავას პარკის რეაბილიტაციაც თვითმმართველობისა და მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. შემდეგი სეზონისთვის ეს პარკი იქნება აბსოლუტურად განახლებული ძველი და ახალი, თანამედროვე სივრცეებით, საბავშვო და დასასვენებელი სივრცებით, რაც აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბორჯომისთვის",-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის ოთარ არბოლიშვილის წარდგენაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტები, საიდანაც 26 ქალაქი, დანარჩენი კი სოფლებია და ამ პროექტების დასრულების შედეგად, 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს არასდროს ჰქონია სტანდარტის შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა. „ეს არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით ყველა უწყებამ შევიმუშავეთ. 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის 3000-ზე მეტ სოფელს," - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრმა ასევე გაიხსენა 2019 წლის ზამთარი, როდესაც ბაკურიანში შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბაკურიანში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება. „2023 წელს ბაკურიანი მსოფლიო ჩეპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ბაკურიანის, ბორჯომის და ზოგადად აქაურობის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის კიდევ ერთი ახალი მუხტი იქნება, რომლის ფარგლებშიც, ბაკურიანი, როგორც ცნობილი ზამთრის კურორტი უკვე საინტერესო გახდება სპორტის ამ სახეობების მოყვარულებისთვის. ასეთი აქტივობები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ცნობადობის ამაღლების ფონზე მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, მეტი შემოსავალი და მეტი ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)