17:13 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 21:39:51, 673 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია დებატებზე და ნარკოტესტზე-ბანკებით სირბილს სჯობს, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, ჩემს ტესტთან დაკავშირებით კი სულ მალე ძალიან საინტერესო ამბებს გაიგებთ

„ზოგიერთებმა სამწუხაროდ დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით დაიწყეს სირბილი და ამ ბანკებით სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ასე შემდეგ." - ასე პასუხობს გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას კახი კალაძის მიერ ნარკოტესტისთვის შარდის ანალიზის ჩაბარებაზე.
„ერთი რამე იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არასოდეს არ იმალება. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ბანკებით ვირბინოთ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა დებატებში - მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა, ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. ის კი არა, რომ ჟურნალისტებს ვკითხოთ - ამიხსენი აბა ადამიანურად, რატომ უნდა დაუჯდეს ვიღაცასო. არა, უბრალოდ, მე მოქმედ მერს, ისევე, როგორც ნიკანორ მელიას ვთხოვე - დავჯდეთ პირისპირ დებატებში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ამ შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ. რაც შეეხება ტესტთან დაკავშირებით, სულ მალე ძალიან საინტერესო ამბებს გაიგებთ'' - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics