18:05 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:50:05, 761 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მიაღწია უვიზო რეჟიმს, რომელიც მანამდე ალბათ წარმოუდგენელი იყო

ბოლო წლებში, მართლაც უპრეცედენტოა თუნდაც ტურისტების ნაკადის ზრდა, ეკონომიკური აღმავლობა; ახლა მაგალითად გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უპრეცედენტო არის მთელს რეგიონში და ევროპაშიც, მათ შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა, ხალხს სჭირდება უფრო მეტი თანადგომა და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში დავუდგეთ და ყველა ის პროგრამა და ყველა ის რეფორმა და პროექტი, რომელიც განხორციელდა და განვახორციელებთ, იყოს ხალხზე, მათ ინტერესებზე მორგებული. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ თუნდაც ჩვენი წარმატება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არის მართლაც ხელშესახები. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მიაღწია უვიზო რეჟიმს, რომელიც მანამდე ალბათ წარმოუდგენელი იყო. ეს არის ნდობის გამოხატულება, ნდობის გამოცხადება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი. წარმატებაა ყველა მიმართულებით, მაგრამ მთავარი გამოწვევა  ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მთავრობისთვის ჩვენი გუნდისთვის არის, ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობა და დასაქმება და სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე და მთელი ძალისხმევა სწორედ როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უნდა მივმართოთ სწორედ ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გეგმები აქვს ტურიზმის მიმართულებითაც.

„ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ახალ პროექტებს და დავიწყებთ ახალი ტურისტული ცენტრების მოწყობას, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ ძველიც,  შევიმუშაოთ ახალი პროექტები და  კიდევ უფრო გავალამაზოთ და  ახალი ატრაქციები შევქმნათ. დავიწყეთ „განახლებული რეგიონების" პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ასევე ურბანული განახლების პროექტებს, რომ ეტაპობრივად, თანდათანობით, ჩვენი ქალაქები და ჩვენი მუნიციპალიტეტები  გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად. მცხეთაშიც დაწყებული გვაქვს ანალოგიური პროექტები. მიუხედავად ამ სიკეთეებისა, რომელიც  ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და ერთად მივაღწიეთ, გვესმის, რომ იყო ხარვეზებიც,  იყო შეცდომებით, გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად, ეს სირთულეები გადავლახეთ, გავიმარჯვეთ შვიდ არჩევნებში და ახლა ვემზადებით, რომ მერვე არჩევნებში ასევე დამაჯერებლად და ღირსეულად გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი,  სტაბილური  და ძლიერი განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics