18:05 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:05:14, 570 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა გავიარეთ, ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა ოჯახმა - „ქართულმა ოცნებამ" გამოიარა და ჩვენს ქვეყანას მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა განვითარება მოიტანა ყველა მიმართულებით, ყველა სექტორში არის ხელშესახები პროგრესი და წინსვლა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, სოფლის მეურნეობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, თუ ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ის საქმეები, რაც ჩვენმა დიდმა გუნდმა განახორციელა, ხელშესახები და კონკრეტულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი საქმე, გაათმაგებული ტემპებით მუშაობაა საჭირო ახლა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა, უმუშევრობა და სიღარიბე რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ჩვენ ბოლო წლებში 7 გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით მხოლოდ ჩვენი გუნდი არ არის გამარჯვებული, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაა გამარჯვებული. ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, მანამ, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რადგან ჩვენს შიდა სიტუაციას ძალიან კარგად აკვირდება როგორც მტერი, ასევე ჩვენი მოყვარე, ასევე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. აკვირდებიან, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის ეს მართლაც უნიკალური, გამორჩეული პერიოდი, ვგულისხმობ მშვიდობიან, სტაბილურ პერიოდს, იყოს შენარჩუნებული, განმტკიცებული, გამყარებული და კიდევ მეტი შედეგი დავდოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან დიდი ყურადღებით და ფრთხილად არჩევს მერობის კანდიდატებს, ვინაიდან მერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მოსახლეობას და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ კონცენტრირებული, ადგილზე მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics