18:06 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 14:57:48, 282 ნახვა

პოლიტიკა
ბაკურ ავსაჯანიშვილი - მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს

მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა წარდგენაზე.

მისი თქმით,  ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეტაპობრივად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ხდება  საგზაო თუ სხვა ტიპის საკითხების მოგვარება.

,,მოსახლეობის კეთილდღეობისთვის  ხორციელდება მთელი რიგი სოციალური პროგრამები. მიუხედავად ამისა, აქტიურ პრობლემად რჩება დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის უბნის წყალმომარაგების საკითხი, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს  საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. კარგად მაქვს გააზრებული ის საჭიროებები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლეს აქვს. მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, განათლებას, კულტურას. ხელი შეეწყობა ახალგაზრდულ და სპორტული ღონისძიებებს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ამ ნდობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს - „ქართულ ოცნებას". თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მერმა, მოვახმარო ჩემს ხალხს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება.

მინდა წარმოგიდგინოთ  მაჟორიტარობის კანდიდატები: დავით ქირიკაშვილი, ბართლომე პაპიაშვილი, პავლე ავსაჯანიშვილი, დავით ხულელიძე, კახა ჩოფიკაშვილი, ელგუჯა ღუდუშაური" - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics