18:06 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 14:38:49, 392 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა-ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები

ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო. ვიბრძვით გაერთიანებული ძლიერი საქართველოსთვის და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ  „ქართული ოცნების" ყაზბეგის მერობის კანდიდატის ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით,თითოეული კუთხე, რომელსაც აქვს პოტენციალი, უნდა იქნას ბოლომდე ათვისებული და ახალი შესაძლებლობები გაჩენილი.

"მოგესალმებით ყაზბეგელებო,

მივესალმები ამ ამაყი და ლამაზი კუთხის შვილებს.

ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს ამ კუთხეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. ყაზბეგი გარკვეულწილად ,,ბრენდი" გახდა -  საქართველოში თუ ჩამოდიხარ, არ შეიძლება არ ამოხვიდე აქ და არ დატკბე ამ ულამაზესი ხედებით, ამ სითბოთი, რომელსაც აქ გახვედრებენ.

არჩევანი ნამდვილად არის - საკმაოდ მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც ცნობილია უკვე საქართველოში და არამხოლოდ და რაც ყველაზე მთავარია, ის დიდი სითბო და სტუმარ-მასპინძლობა, რაც  თითოეულ ოჯახში გხვდება, იმ ოჯახურ სასტუმროებში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრი ვიზიტორი ჰყავს.

მყინვარწვერი, თრუსოს ხეობა, გერგეტის სამება და ბევრი სხვა, ულამაზესი ადგილი, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით, თუ მეტი არა, მნახველი ჰყავს.

გუდაურის კურორტი, წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში და რეგიონში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოთხილამურეებისთვის საკმაოდ ცნობილ ადგილს და კურორტს, რომელიც კარგად გვახსოვს წლების წინ როგორი იყო.  არ ვგულისხმობ მხოლოდ მშენებლობებს - ყველაზე მეტად რაც აინტერესებს მოთხილამურეს, ეს სასრიალო ბილიკებია, რომელთა რაოდენობა კილომეტრობით გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბაგირო გზებით  და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს უწყობს, რომ იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. თუნდაც ხელოვნური დათოვლიანების პროექტი - რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ თუ თოვლის ნაკლებობაა, ამით არ დაზარალდეს იქ მყოფი ტურისტი.

პოტენციალი უფრო დიდია და ეს სრულად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული აქ მაცხოვრებლის მეშვეობით, შეიქმნას დასაქმება, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას.

ამ გამოწვევის დაძლევას ისეთი პროექტები შეუწყობს ხელს, როგორიცაა თუნდაც კობი-ქვეშეთის გვირაბი-ნამდვილად უნიკალური, ისტორიული პროექტი, რომელსაც, როგორც გვითხრეს,  ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და გამორჩეულია იმით, რომ კიდევ უფრო დააახლოებს თბილისთან ვიზიტორებს ამ კუთხეს, კუთხეს, რომელიც ზამთრის პერიოდში ზოგჯერ იკეტება და რთულია გადაადგილება - ეს პროექტი ამ პრობლემასაც საბოლოოდ აღმოფხვრის.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო. ვიბრძვით გაერთიანებული ძლიერი საქართველოსთვის და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები. თითოეული კუთხე, რომელსაც აქვს პოტენციალი, უნდა იქნას ბოლომდე ათვისებული და ახალი შესაძლებლობები გაჩენილი. ზუსტად ამისათვის, ძალიან მნიშნელოვანი და აუცილებელია ძლიერი მერი და ძლიერი გუნდი საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, კანდიდატი, რომელზეც არჩევანი „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, ბრწყინვალედ იცნობს აქაურობას, თითოეულ თქვენგანს და იგი ახალ ამპლუაში ბოლომდე დაუთმობს თავს იმას, რითაც მთელი გუნდი იამაყებს ოთხი წლის შემდეგ.

წარმატება მინდა ვუსურვო მას და წარმატება „ქართულ ოცნებას", რომლის გამარჯვებაში არა თუ დარწმუნებული ვარ, არამედ ვიცით, რომ მას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ, ყველა რეგიონში გავიმარჯვებთ."-განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics