|
2021-09-09 13:12:34, 522 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე - თუ წინა ძალადობა არ გამოიძიეს, მაშინ დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმთან
„ქართულ ოცნებაზე“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია სანამ არ დადასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა, თუ დადასტურდა შემთხვევა, რომ ამ პირთან დაკავშირებით იყო საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ის იქნა იგნორირებული პოლიციის მიერ, ან ზოგადად პოლიტიკური დაკვეთა (იგნორირება) ასეთი დანაშაულებების.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა „გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელ მკვლელობაში ბრალდებული იქნა დაკავებული და მისი პერსონაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ამავე დროს ჩვენ ყველამ შევიტყეთ, რომ ეს ადამიანი იყო მხარდამჭერი და აქტივისტი, აქტიური წევრი ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით ამ პირის ბრალეულობა, იქამდე ის მხოლოდ ბრალდებულია, ამის მერეც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეიძლება აღმოაჩნდეს მხარდამჭერი, აქტივისტი, წევრი, რომელიც საზარელ დანაშაულს ჩაიდენს და ამაზე ეს პოლიტიკური ძალა ავტომატურად პასუხს არ აგებს, მაგრამ თუ ამ პირის ბრალეულობა დადასტურდა და თუ დადასტურდა ასევე ის ამბავი, რაც გუშინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ, ან იძულებული იყო იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ვერავინ წინასწარ ვერ განჭვრეტს ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანი ძალადობას ჩაიდენს თუ არა, მაგრამ თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური კლიმატი, თუ დადასტურდება, რომ პოლიციამ ხელი დააფარა მას მიუხედავად სხვა დაზარალებულების ჩვენებებისა, ეს იქნება შემზარაავი მაგალითი იმ შედეგებისა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მოგვიტანა, „ქართულ ოცნებაზე“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია სანამ არ დადასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა, თუ დადასტურდა შემთხვევა, რომ ამ პირთან დაკავშირებით იყო საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ის იქნა იგნორირებული პოლიციის მიერ, ან ზოგადად პოლიტიკური დაკვეთა (იგნორირება) ასეთი დანაშაულებების.“ - განაცხადა ბოკერიამ
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)