18:58 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 18:28:30, 778 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კონგერსმენთა დელეგაციას უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.-ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათიცე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კონგერსმენებს ვიზიტისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ყურადღება აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ერთობლივი გეგმების განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრაზე კონგრესმენებმა უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების, ქვედანაყოფებში შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ერთობლივი წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ამერიკელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთ თემას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა ასევე თავდაცვის მინისტრმა გაუწია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.“-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics