21:00 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 16:42:52, 488 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ახალი ხედვა უკავშირდება სომხეთის სტაბილურ განვითარებას  და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.
„მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.
ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის რა თქმა უნდა, რული გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, ყველას, სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics