18:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 16:05:14, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია-საგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში

„მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური დაცულობის გარანტიებიც კი,“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია უცხოური ინვესტიციების კლებას საქართველოში

„საერთო სურათი გვაქვს წლებია, რომელიც ბოლო წლებია კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოში, რადგან მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური გარანტიებიც კი დაცულობის, კლასიკური კორუმპირებული, ავტორიტარული სისტემა აქვთ შემუშავებული და ეს არის ფაქტორი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომ საქართველოში ინვესტორები ფულის ჩადებას ერიდებიან, ამის შედეგია გაუფასურებული ლარის კურსი, ინფლაცია და ასეთ დროს მთავრობა უტიფრად გვეუბნება, რომ გადასახადებს არ დაწევს მათ შორის საწვავზე, არ შევამცირებ საგადასახადო წნეხს, ესეც სიგნალია ინვესტორებისთვის, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საბოლოო ჯამში ურტყამს საშუალო კლასს და გაჭირვებულებს.“ - განაცხადა ბოკერიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics