18:58 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 16:33:37, 660 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე-ოპოზიცია ცოტა პასიურობს , უფრო მეტად გააქტიურდით, რომ სხვა რაღცვებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი არჩევნებში

ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში-ამის შესახება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან მისი თქმით,სხდომები განახლდება, არჩევნების შემდეგ და  მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან ამ კანონპროექტის განხილვას.

„ჩვენ ვართ მთლიანად გადართული საარჩევნო რეჟიმზე, დღესაც კი ძალიან გაგვიჭირდა დეპუტატების შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარები არიან რეგიონებში, არამაჟორიტარები არიან შესაბამის საარჩევნო ოლქებში, მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს იმ რეგულაციით სარგებლობა, რომელიც არის განსაზღვრული რეგლამენტში და რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები, როგორც წესი, არ ტარდება. სხდომები განახლდება, ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მეორე მოსმენით მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არჩევნებისთვის, ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,“- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics