19:43 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 20:39:30, 529 ნახვა

პოლიტიკა
,,ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.-ინფორმაციას „ქრთული ოცნების“ პრესსამსახური ავრელებს.

„ჩემთვის განსაკუთრებულ პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებს ყველა ის ადამიანი, ვინც ექიმის და პედაგოგის პროფესიები აირჩია.

ჩვენს მედიკოსებს და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს ჩემი სამომავლო გეგმები გავაცანი და მადლობა გადავუხადე დაუღალავი მუშაობისთვის, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

შეხვედრაზე ასევე გულახდილად ვისაუბრეთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლის, საბავშვო ბაღის, აღსაზრდელისა და პედაგოგის საჭიროებებზე.

დიდი მადლობა მათ გულთბილი და საინტერესო შეხვედრისთვის. ჩვენ ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. „-განაცხადა გია ადამიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics