19:44 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-05 12:34:18, 483 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

კანდიდატებმა შეხვედრები ზაჰესის და ავჭალის დასახლებებიდან დაიწყეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„გასული ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი პროექტი განხორციელდა. მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში - ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შემუშავება და ა.შ. არ არსებობს პრიორიტეტული რაიონები, დედაქალაქის ბიუჯეტი ყველგან თანაბრად გადანაწილდება. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, პანდემიამ ზოგი პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. როგორც იცით, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და ამ პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები მათკენ გადამისამართდა. ამიტომაც, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ეს პროექტები კი აუცილებლად განხორციელდება. მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს", - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას რაიონის განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ზაჰესის არის კარიბჭე ჩვენი რაიონის. გვინდა, რომ ამ უბანში ბევრი პროექტი განვახორციელოთ, მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული ქუჩა, მეტი დასასვენებელი ადგილები შევქმნათ, ამაში თვენი ჩართულობა დაგვჭირდება. თვითმმართველობის მნიშვნელობაც ეს არის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში თქვენი მონაწილეობაა მთავარი. მეამაყება, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები, მაშინ როდესაც ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება არა მხოლოდ გლდანის რაიონში, მთელ ქალაქში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა ცქიტიშვილის #33-ში გაიმართა. მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო ლიფტი, რაც აღნიშნულ კორპუსში წლებია არ არსებობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო სპორტული მოედანი, მცირე სკვერი, ფიტნეს ტრენაჟორები, მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.

რაც შეეხება ბაღნარი-მანაგაძის ქუჩებს, 2019-2020 წლებში, გამგეობის ჩართულობით და  მოთხოვნით, „ჯივიპის" მიერ 500 აბონენტს  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. მოეწყო სამ კილომეტრამდე წყალგაყვანილობის ქსელი. აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ორფენიანი გზა, სანიაღვრე გაბიონი და უსაფრთხოების მოაჯირები. პროექტის განხორციელების შედეგად, ინფრასტრუქტურა  200 ოჯახს მოუწესრიგდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics