20:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 18:10:24, 561 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ამჯერად, ნავთლუღში, არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდნენ.-ინფორმაიას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს,

მატივე ცნობით, კანდიდატებმა ისნის მოსახლეობას ისნის რაიონში და ზოგადად დედაქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

„წლების განმავლობაში  ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ახალი სამარშუტო სისტემა მუშავდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მეტად კომფორტული გახდეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბევრი მწვანე სივრცე გაჩნდა. გახსოვთ, წლების განმავლობაში სად აშენებდნენ კორპუსებს. მაგალითად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე 9-სართულიან კორპუსი უნდა აშენებულიყო. ეს მიდგომა დაუშვებელია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ მოედანს კორპუსებისთვის არ დავთმობდით. ამ დაპირებას ზედმიწევნით ვასრულებთ და ეს ასეც გაგრძელდება. დღეს ჩვენ კოლოსალურ თანხებს ვიხდით, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიები გამოვისყიდოთ, მაგრამ ეს ქალაქისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვცდილობთ ქუჩებში მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შევცვალოთ, ზედაპირულად არაფერს ვაკეთებთ. ჩვენვე დავიწყეთ ძველი თბილისის განახლების პროექტი, თან ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ძველი იერსახე და გავუფრთხილდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, ყველაფერს ერთად ვერ მოვაგვარებდით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ერთდროულად ამდენი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ.

"თბილისის მერობის კანდიდატი ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ლაბუჩიძის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. მან შტაბის წევრებს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მნიშვნელოვანია საკრებულოში უმრავლესობით შესვლა, რადგან ის სამომავლო პროექტები, რასაც ვგეგმავთ განხორციელდეს. წარმატებები კახაბერს და ყველა ჩვენს თანაგუნდელს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დასასრულს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჯამა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისნის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით. მათ ვესაუბრეთ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, ვიმსჯელეთ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები ისანში თითოეული მცხოვრების ხმა საკრებულოში", - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 3 500 კვ. მ. ფართობზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. აქ გაკეთდება ბავშვთა გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სტადიონი, ცხოველების სასეირნო სივრცე. უკვე დამონტაჟდა განათების ქსელი თავისი LED სანათებით ე.წ. bubble tower-ი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორია გამწვანდება დაირგვება სხვადასხვა ხე-მცენარე.

შეხვედრას ესწრებოდნენ  კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics