|
2021-09-04 17:14:07, 302 ნახვა
პოლიტიკა
ლადო ჯურხაძე - ოთხ წელიწადში ხონი იქნება დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი
მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, რათა ერთობლივად, ერმანეთის გვერდში დგომით შევძლოთ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებების ბოლომდე მიყვანა, ოთხ წელიწადში ხონი იქნება საცხოვრებლად ყველასთვის სასურველი და დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი - განაცხადა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ წარდგენაზე. „ძვირფასო ხონელებო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმ ნდობისთვის, რომელიც 4 წლის წინ გამომიცხადეთ, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობდი, ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან რთული, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი, ჩემს მიერ დასახული მიზნების ნაწილი უკვე განხორციელდა, ან მიმდინარე სამუშაო პროცესშია, თუმცა მე კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, რომ პრობლემები გაცილებით მეტია და გარწმუნებთ ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ჩემო ხონელებო, ყველა ამ გამოწვევას აუცილებლად გაუმკლავდებით. მერობის პირველივე დღიდან, ჩემი მიზანი ხონის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ქალაქად გარდაქმნა იყო და დღეს, ოთხი წლის თავზე, ყველა ჩვენთაგანი ვხედავთ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, უკვე დაწყებულია ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, რასაც სულ მალე მოყვება ჩვენი ისტორიული, ცენტრალური ბურვალის განახლების პროცესი, რითაც თითოეული ხონელი ვიამაყებთ. პირობას გაძლევთ, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ მხარდაჭერისთვის რათა ერთობლივად, ერმანეთის გვერდში დგომით შევძლოთ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებების ბოლომდე მიყვანა და დასახული მიზნების ზედმიწევნით შესრულება. ოთხ წელიწადში, ხონი იქნება საცხოვრებლად ყველასთვის სასურველი და დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი. ერთად დავდგეთ ხონის გამარჯვებისთვის. ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებსაც წარადგენს „ქართული ოცნების" გუნდი: ვალერ ბახტაძე, ამირან კაშია, იუზა-დევი ჩიხლაძე, ნინო კუხალაშვილი, ია სულუხია, მათე ჩანქსელიანი, ელისო ლიპარტელიანი, ზურაბ მიქაძე, ზაზა ვაშაკიძე, ვახტანგ ვაჭარაძე" - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)