|
2021-09-03 21:25:07, 431 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისა და თანადგომისთვის. მისი თქმით, მხარდამჭერთა დარბაზში ყველა თაობის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელოს. „დღეს ვხსნით ჩემს მხარდამჭერთა დარბაზს. დღეიდან ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს გექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდეთ, ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამავდროულად, მომდევნო დღეებში ვაპირებ, წარმოვადგინო ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა დგას ამ სიტყვების უკან, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება, როგორია ჩემი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო წლებში, არა მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელად ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე დაასახელა. „ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, გვექნება საინტერესო საუბრები ჩვენს ქალაქთან დაკავშირებით. დღეიდან, ამ ადგილის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის. ყველა ასეთ პროექტს სჭირდება თავისი ხელმძღვანელი. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მთელი თბილისი ძალიან კარგად იცნობს - ექიმი, პედიატრი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ქალაქი, ქალაქელები - თემურ მიქელაძე. სწორედ ის უხელმძღვანელებს მხარდამჭერთა დარბაზს. ეს ადამიანი ემსახურება ყველაზე ძვირფასს - ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. თემური დღესაც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის იმ ვირუსს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ვირუსი ძალიან მალე დავამარცხოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ. ღონისძიების დასასრულს კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო კლიპი წარუდგინა.
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)