21:21 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 15:13:41, 339 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - შეადარეთ რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავა - კახი კალაძეს, ეს ადამიანები არსად წასულან, იგივე ხალხი ძალადობს დღემდე

მშვიდობა და სტაბილურობა არის ჩვენი ხელწერა და სწორედ "ქართული ოცნების" მიერ მოტანილი; ჯერ კიდევ გამოწვევად და საფრთხედ რჩება ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს დესტრუქციული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს ჩაგვრის, რეპრესიების, ხალხის პირდაპირი ტერორის, ტერიტორიების დაკარგვის და ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას, არა თუ უბრალოდ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენ არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. ეს მძიმე წარსული აღარ განმეორდება. ჩვენ არ დავუშვებთ ხალხთან ერთად ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია და ხალხის აბსოლუტური  უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ყველას ერთად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უშეცდომონი ვართ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონია, შეცდომები გვაქვს, გვექნება მომავალში, მაგრამ შეცდომას და გააზრებულ დანაშაულს,   მძიმე დანაშაულს   შორის  ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ შეცდომები გააზრებული გვაქვს და მივდივართ წინ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ხელწერა ჩვენსა და მათ შორის. ამას წინათ, ერთ-ერთ გამოსვლაში შედარებისთვის ჩვენს მოსახლეობას გავახსენე ის  მჩაგვრელი ადამიანების სახეები და სახელები და შევადარე ჩემი მთავრობის რამდენიმე მინისტრს. ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ - და გვესწრება ერთ-ერთი, იუსტიციის მინისტრი ბატონი რატი ბრეგაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს პენიტენციურ დაწესებულებას, ციხეებში არსებული მდგომარეობა ყველასთვის იყო შოკისმომგვრელი, ის კადრები, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა მსოფლიომ, დამზაფვრელი და მართლაც კატასტროფული. რა თქმა უნდა, გვახსენდება, თუ ვინ იყო იმ დროს ხელმძღვანელი. შეადარეთ ახლა პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, ახალაიას, ვახტანგ გომელაური შეადარეთ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავა შეადარეთ კახი კალაძეს, გიგა ბოკერია და უამრავი სხვა. კეზერაშვილი შეადარეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მაგალითად - უწესიერეს კაცს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელწერა, გრიგოლ ლილუაშვილი შეადარეთ დათა ახალაიას. ეს ადამიანები არ წასულან არსად, მეგობრებო, ვინმეს ილუზია არ გაუჩნდეს, რომ ჩვენ სხვა ძალასთან გვაქვს საქმე, ერთი და იგივე ხალხი ძალადობს დღემდე, ისინი მართავენ ამ დესტრუქციულ ძალას. მათგან მომდინარეობს ყველა ის ბინძური კამპანია, ცილისწამება და ბრალდებები, რომლებიც ყოველდღიურად ესმის საზოგადოებას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics