2021-09-03 13:39:25, 818 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართავენ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებას დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მას განცხადება არ მოუსმენია და ვერც შეაფასებს.
„პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავის სახელი აქვს. სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება. დახმარება შინაარსობრივად სხვა რამეს ნიშნავს, სესხი სხვას“, – განაცხადა კახა კალაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,