|
2021-09-03 13:05:07, 381 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას, ამ დესტრუქციული ძალის და მათი ტელევიზიების მიერ
შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება პირდაპირ სააკაშვილის და გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული, დესტრუქციული ძალის მიერ და მათი ტელევიზიების მიერ, იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, მუდმივი სტრესი, მუდმივი პანიკა და ეს ისტერიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი ადამიანი აანალიზებს სიტუაციას და ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია. „ეს ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, ეს ალიაქოთები და ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ და განცდა იმისა, თითქოს სხვა არაფერი ხდება ქვეყანაში, გარდა ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიებისა და პოლიტიკური ურთიერთლანძღვის და ცილისწამებების. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომელიც ახლავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ზღვარს სცილდება მათი ეს ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანიები. ითქვას პირდაპირ, მართლაც აუტანელი კამპანიები, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება იმისა, რომ 7 არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა დაამარცხა, ხალხმა უთხრა მათ უარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ სისტემატური, განგრძობითი პროპაგანდის მეშვეობით ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად. ეს ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, როცა ასეთი პროპაგანდის საშუალებით ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია, უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება მთელი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ 24-საათიანი კამპანია, 24-საათიანი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან გამოკვეთილი როლი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის უნდა იყოს და იქნება ასეც, მობილიზებული, რომ მოემსახუროს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ ახლა შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, ბატონი კახა ენუქიძე, რომელიც გახლავთ მერის მოადგილე ამჟამად. მე ასევე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ გოგსაძეს, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის მშობლიურ ბაღდათს და ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და ბატონ ენუქიძეს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ბაღდათმა და ბაღდათელებმა", - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)