22:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 21:03:52, 633 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე გოგორიშვილი - ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ

განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი გუნდი მშობლიურ მხარეზე ზრუნვის შესაძლებლობას მეორედ გაძლევს. ერთად ვიზრუნოთ ვანის მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე,  ერთად განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა, ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი - განაცხადა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გოგორიშვილმა წარდგენაზე.

ვანის მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის

„ჩემთვის დიდი პატივია დასახელებულ ვიყო მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. ამ შესაძლებლობისთვის მსურს დიდი მადლობა გადავუხადო "ქართულ ოცნებას". ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა, რომელიც ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა გამომიცხადა და რომელსაც იმედი მაქვს, ჩემი ვანელები გამომიცხადებენ, საქმითა და ხელშესახები შედეგებით გავამართლო. ჩემი ცხოვრება ჩემს მშობლიურ ვანთან არის დაკავშირებული, ბევრი თქვენგანი მიცნობს და ბევრ თქვენგანთან საქმიანი, თუ მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები მაკავშირებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა და დაფასებაა, როდესაც შენი გუნდი მშობლიურ მხარეზე ზრუნვის შესაძლებლობას უკვე მეორედ გაძლევს. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ვიცი რა გიჭირთ და რა გილხინთ.  ვამაყობ რომ განვლილ 4 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უამრავი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ვიცი იმ პრობლემების შესახებაც, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. მსურს ერთად განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა, ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ვანი უძველესი და უმდიდრესი ისტორიით სავსე ქალაქია, რომელიც საქართველოს ისტორიის უნიკალურობას ინახავს და ამ კუთხით ჩემს მუნიციპალიტეტზე ზრუნვა ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.  გარწმუნებთ, მე და ჩემი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ჩვენს ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გავიყვანთ. თქვენთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაძლევს იმის უფლებას, გთხოვოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის გამარჯვება იქნება.
წარმოგიდგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: ბიჭიკო პაიკიძე, გელა ვარდოსანიძე, ილია დვალიშვილი, გელა ღვიტიძე, ლია დიასამიძე, ლანა გოგოძე, შოთა გიორგაძე, სანდრო ხურციძე, რამაზ არველაძე, გიორგი ტყეშელაშვილი" - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics