23:53 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 21:02:43, 778 ნახვა

პოლიტიკა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა-ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

მათი თქმით, დღეიდან სამედიცინო ცენტრების გარდა აცრის ჩატარება სოფლადაც არის შესაძლებელი. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.

გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობა სურვილისამებრ სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრება.

დღეს ვაქცინაციის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.

,,მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია იმ მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდება, რომლებიც მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას და რომელთათვისაც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტნაკლებად პრობლემად რჩება. მომდევნო პერიდისთვის ვფიქრობთ და ორიენტირებულები ვართ ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და სრულად, მოსახლეობა რომელიც არ არის ბარში დასახლებული მოცული იქნას პირველადი პრევენციის აღნიშნული მეთოდით“ - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხიხაძირის ამბულატორიაში ვიზიტისას.

,,ცენტრიდან ძალიან შორს ვცხოვრობ და ვერ ვახერხებდი გასვლას. მოვიდა სპეციალური ბრიგადა და ადგილზე ავიცერი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოვუწოდებ ყველას აცრისკენ“, - აღნიშნა ხიხაძირის თემის მკვიდრმა რუსუდან ხალვაშმა.

„მუნიციპალიტეტების სოფლებში ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვაქცინაციის პროცესს ასევე გაეცნენ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე, მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი.

აჭარაში ყოველდღიურად მზარდია ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკა. ამჟამად ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.“-ნათვქმია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics