|
2021-08-26 13:30:38, 456 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს
ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. „მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და თქვენი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ ბოლო 8 წელზე მეტია. სწორედ თქვენი ერთგულებით, თავდადებით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გვიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, რითაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება შემოვიდა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელწერა, ჩვენი საქმე და არა მხოლოდ სიტყვა, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებსა და ღირებულებებზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი. ჩვენს ერთგულებას, ღირსებას და პატიოსნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას დემოკრატიულად და ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ასე ნანატრი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ძალიან დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მინდა, გავიხსენო, თუ როგორი უსამართლობა იყო დამკვიდრებული არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთელს ქვეყანაში და ყველგან სუფევდა ეს მჩაგვრელი ხელისუფლება. მათი ხელწერა იყო ტერორი, შანტაჟი, ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)