2021-08-26 12:42:27, 666 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება
საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა. ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ნიგერიიდანაა და 30 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი ცოლი და ფლობს ქართულ ენას.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,