00:48 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 16:50:34, 575 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არა მხოლოდ სვანეთში, მთელს საქართველოში

აქ  წინა  ხელისუფლება  მარცხდებოდა   მაშინაც,  როცა  მთელ  საქართველოში  დიქტატურა  ჰქონდათ,  როცა  მთელ  საქართველოში  ახერხებდნენ    გაეყალბებინათ   არჩევნები  და  ბოლოს   რომ  ვერაფერი  მოახერხეს,  კოდორის  ხეობა,  რომელსაც  ზემო  აფხაზეთი  დაარქვეს,  შემოუერთეს  მესტიის  საარჩევნო  ოლქს  და  იქ  მყოფი  3000  ჯარისკაცი, ისე, რომ  ხმას  კი არ  აძლევდნენ,  უბრალოდ  3000  ჯარისკაცს  აფორმებდნენ,  თითქოს  ხმა  მისცეს  „ნაციონალურ  მოძრაობას"   და   ამით  აღწევდნენ  გამარჯვებას.   აქ  ყოველთვის   არ ცდებოდნენ  იმიტომ,  რომ  ხალხმა  არ  აპატია   იმ ღირსების  შელახვა,  რომლითაც   ისინი  ეპყრობოდნენ   -  ამის შესახებ  ურავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე გაანცხადა

სოზარ სუბარი დაეთანხმა პრემიერს, რომ   „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და სვანეთი  ამაში წელსაც  იქნება  მოწინავეთა  რიგებში იქნება.

„კიდევ  ერთხელ  გავიმეორებ,  დარწმუნებული  ვართ  გამარჯვებაში, არამხოლოდ  სვანეთში   არამედ  მთელს  საქართველოში და ადამიანები, რომლებმაც  სამშობლოს,  არაერთხელ  უღალატეს  და  გაყიდეს  ჩვენი ქვეყანა,  ვერ  გაიმარჯვებენ  და  ვერასდროს   ვერ  დაბრუნდებიან  ხელისუფლებაში. საქართველო  წავა  იმ  მტკიცე  გზით, რასაც  ჰქვია  მშვიდობის,  სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების  გზა" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარმა  მიმდინარე პროექტეჰესების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ  გვინდა  ქვეყანა  განვითარდეს,  უნდა  გვქონდეს  ძლიერი  ეკონომიკა და  ეკონომიკა  ვერ  გვექნება  ძლიერი,  თუ   არ  იქნება  ძლიერი  ენერგეტიკა.

 „სვანეთში  გადატყდა  ის  სიტუაცია, რაც  იყო  - დამოკიდებულება  ჰესების  მიმართ, აქ  აშენდა  ძალიან  ბევრი  ჰესი.  ზუსტად  ამ  ჰესებიდან  არის  ის  9 მილიონი  ლარი  ადგილობრივი  შემოსავალი. შენდება  კიდევ  არაერთი  ჰესი,  ძირითადად  საშუალო  და  მცირე  ჰესები,  10 მეგავატიანი, 8 მეგავატიანი,  50  მეგავატიანი.  ეს  უზარმაზარი  წვლილია  ჩვენს  ეკონომიკაში   და  ენერგეტიკაში. მინდა  მთელი  საქართველოს  გასაგონად  აქედან   ვთქვა, თუ  გვინდა  ჩვენი  ქვეყანა  განვითარდეს,  უნდა  გვქონდეს  ძლიერი  ეკონომიკა  და  ეკონომიკა  ვერ  გვექნება  ძლიერი,  თუ   არ  იქნება  ძლიერი  ენერგეტიკა. მდიდარია  ის  ქვეყანა,  რომელსაც  ამის  პოტენციალი  აქვს. საქართველოს, სვანეთს  აქვს  ამის  პოტენციალი  და  ეს  უნდა  განვითარდეს.

 

ერთი  რამ  უნდა  ვთქვა   ჩემს  სოფელზე,  ჭუბერი  არის  ადმინისტრაციული  საზღვარი,   კოდორის  ხეობას  ესაზღვრება, ეს  არის  სოფელი,  რომელმაც  რამდენიმე  ათეული  ათასი  დევნილი   მიიღო 1993  წელს  და  ბევრი  მათგანი  დღემდე  ცხოვრობს  იქ.   ეს  არის  სოფელი,  რომელიც  გამორჩეულია  თუნდაც  თავისი  პოტენციალით, ორი  8 მეგავატიანი  ჰესია  იქ  აშენებული, რამდენიმე  ასეთივე, დაახლოებით  10  მეგავატის  ფარგლებში  ჰესის   პროექტი  არსებობს და სადაც  შენდება  ნენსკრა ჰესი, ეს  ჰესი ახლა  დროებით  შეჩერებულია,  მაგრამ  ეს არის   ჰესი,  რომელიც  სჭირდება  საქართველოს,  სვანეთს, ჩვენს  განვითარებას.  მას  ჰყავს   მოწინააღმდეგეები, მათ  შორის  ჩემი  უახლოესი  ადამიანები, ჩემი  ბიძაშვილები   მათ  გასაგონადაც  უნდა  ვთქვათ, რომ  ეს  არის  ის,  რაც  სჭირდება  ჩვენს  ქვეყანას  და   მე იმედი  მაქვს, რომ  გაგრძელდება. ის არ  არის გაჩერებული  ხალხის  გამო,  აქ  სხვა  პრობლემებია  და  იმედია  ეს  პრობლემები  დაიძლევა. რატომ  დავიწყე  ამაზე  ლაპარაკი,  ჯერ  კიდევ,  2012  წელს  ბატონი  ბიძინა  ივანიშვილი, როდესაც  იყო  სვანეთში, ვიყავით  ჭუბერში  მათ შორის  და   ხალხს  შევპირდით, რომ  ჭუბერს  ექნებოდა  გზა,  ეს  არის  8 კმ  გზა,  საიდანაც  4.50 კმ  არის  რაიონული  მნიშვნელობის,  მუნიციპალური  მნიშვნელობის,  ხოლო 3.50 კმ  არის   სახელმწიფო  მნიშვნელობის  იმიტომ,  რომ  ეს  არის  გზა,  რომელიც   დანარჩენს  საქართველოს  აერთიანებს  კოდორის  ხეობასთან. პირობა  შესრულდა  იმ  ნაწილში, რომელიც  რაიონს  ეკუთვნის,   4.50 კმ  არის  აშენებული  და  3.50  კმ  არის  ასაშენებელი. ეს 3.50 კმ  უნდა  დამთავრდეს  აუცილებლად და  ესეც  იქნება  სვანეთის  და არა მხოლოდ ჭუბერის თხოვნა" - განაცხადა სოზარ სუბარმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics