01:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 11:43:13, 713 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში მათი პარტია 44.7%-ით, მერობის კანდიდატი კი, 50.3%–ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში მათი პარტია 44.7%-ით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კი, 50.3%–ით ლიდერობს.

კვლევის შედეგები ჟურნალისტებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აცნობა.

"დღეს ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით.

დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპონდენტმა.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი:

-         ქართული ოცნება - 44.7 %

-         ნაციონალური მოძრაობა - 32.6 %

-         პატრიოტთა ალიანსი - 3.1%

-         საქართველოსთვის - 2.9 %

-         სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6 %

-         გირჩი - მეტი თავისუფლება 2.5 %

-         ლელო - 2.3 %

-         ევროპული საქართველო - 2.2 %

-         მოქალაქეები - 1.5 %

-         ლეიბორისტული პარტია - 1.5 %

-         გირჩი - 0.4 %

-         ერთიანი საქართველო - 0.4 %

-         სხვა პარტიები - 3.3 %

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება:

-         ქართული ოცნება - 16 მანდატი

-         ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი

-         პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი

ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

-         იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნების" კანდიდატი 50.3 %

-         ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 37.8 %

-         სხვა კანდიდატები 11.9 %

როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ  პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგად პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება" შვიდივე მაჟორიტარს მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც დავაანონსეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics