01:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 19:35:20, 771 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ელოშვილი -მე აღარ წარმოვადგენ "ქართული ოცნების" კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე

"ქართული ოცნების" ყაზბეგის მერობის კანდიდატი, შალვა ელოშვილმა პარტია თავს გუნდთან ერთად დატოვა- ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ  "ფეისბუქ" გვერდზე გააკეთა. 

მისი თქმით,  "ქართული ოცნებისთვის"  ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის. პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით ებრძვან გუნდის ძველ წევრებს.

„სანამ ამ პოსტს წაიკითხავთ, მინდა დავიწყო იმით, რომ დღესდღეობით მე აღარ წარმოვადგენ "ქართული ოცნების" კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საჯარო პირის პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, განვმარტო ეს საკითხი.

2012 წელს, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენი უპირველესი მიზანი იყო დაგვემარცხებინა არა რომელიმე ადამიანი, არამედ ის ტოტალური ბოროტება და უღირსობა, რამაც მოიცვა მთელი ქვეყანა.

მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დადგა იმ ძალის მხარეს, რომელმაც შეძლო ადამიანებში გაეჩინა იმედი, რომ ისინი უკეთეს, უფრო ძლიერ და სამართლიან ქვეყანაში იცხოვრებდნენ, რომლის ხელისუფლება იზრუნებდა კეთილდღეობაზე, ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ აღმავლობაზე, თითოეული რეგიონის, ქალაქის და სოფლის იმგვარად განვითარებაზე, სადაც მოსახლეობა თვითონ წყვეტს, რა არის საჭირო მისი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

ამ რწმენით მოვედით მე და ჩემი გუნდი 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სათავეში და ვფიქრობ, ცდა არ დაგვიკლია, რომ სტეფანწმინდისა და თითოეული სოფლისთვის მაქსიმალურად მცირე დროში მოგვეგვარებინა პირველი რიგის, გადაუდებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც წლობით გადაუჭრელი პრობლემები. ამ პერიოდში ჩვენი გუნდის მუშაობის ერთადერთი ფასეული შედეგი მოსახლეობის მხარდაჭერა და სიყვარულია, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ 4 წლის შემდეგ საკუთარ თავზე კვლავ ამეღო მუნიციპალიტეტზე ზრუნვის ვალდებულება.

სამწუხაროდ, მალევე გამოიკვეთა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის. პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, "ქართული ოცნების" ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში. ამ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დავშორდეთ ჩვენს ნამდვილ ერთობას, რომელთა მხარდაჭერა მაძლევს ამ პოსტის გამოქვეყნების საფუძველს.

მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით.

ჩვენი ინტერესი, როგორც ეს ხშირად ხდება, არასოდეს ყოფილა პრივილეგიების მოპოვება. ჩვენთვის თანამდებობა, მისი ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობა იყო და ასე დარჩება ყოველთვის. როგორც ჩანს, ეს ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის სხვის სხვაგვარ ინტერესებთან, რაც არ ტოვებს ჯანსაღი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. რაც შეეხება მომავალს, ძალიან მალე ჩვენი გუნდი წარდგება თქვენს წინაშე და გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს”, - წერს ელოშვილი 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics