01:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 16:08:53, 778 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი გახარიაზე - ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ

გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო - ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერის აკაკი ბართაიას დაკავების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თუკი ვინმეს ასეთი სიტუაცია აზიანებს, სწორედ სახელისუფლებო გუნდია.

„დაბრალება ადვილია! აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება - მეტი პასუხები შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა..." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics