|
2021-08-19 15:35:26, 526 ნახვა
პოლიტიკა
გურჯაანის მერობის კანდიდატმა ზურაბ უტიაშვილმა კოვიდ პაციენტები მოინახულა
ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი გურჯაანი"ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოს ეწვია. როგორც მედიისთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანდიდატმა პაციენტები მოინახულა და დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მმართველი პარტიის კანდიდატი გაეცნო ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესსაც. ვიზიტისას, მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. „ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: კოვიდი კლავს - ვაქცინა გადაარჩენს! ამ დევიზით უნდა ვიყოთ თითოეული მოსახლე და უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა", - განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა. ზურაბ უტიაშვილის განცხადებით მისთვის, როგორც პროფესიით ექიმისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს როგორ მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. „გურჯაანის მრავალპროფილიან კლინიკაში მოვინახულე პაციენტები. ვიყავი, როგორც არაკოვიდ განყოფილებაში და ინტენსიურში, რეანიმაციაში, ასევე კოვიდ განყოფილების ინტენსიურში და პალატებში. გავესაუბრე პაციენტებს და ვნახე მათი მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს მიჰყვება. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა. "ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული."-ნათქვამია განცხადებაში
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)