02:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 14:51:19, 385 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია და სრული აღდგენა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართუ ფონდმა" დააფინანსა

განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მინისტრ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ვიცით, როგორც გავაკეთოთ, როგორ ავწიოთ ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია. ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდა, 250 სკოლა გარემონტდა ევროპული სტანდარტის მიხედვით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება  ევროპული სტანდარტის მიხედვით.

„რაც შეეხება გურიას, გურია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მწირი მიწიანი, გურულებს შრომა არ ეზარებათ და სწორედ თქვენი, მშრომელი ხალხის დამსახურებაა ის, რომ დაიწყეთ ინოვაციური ახალი პროექტების განხორციელება. სულ რაღაც 3-4 წელიწადში გაშენდა  300 ჰექტარზე მეტი ლურჯი მოცვის ბაღები. მთავრობამ აქტიურად დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე რამდენიმე წელიწადია ვეხმარებით, 120 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაციების აღდგენა მოხერხდა და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტ შეღავათიან პროგრამას შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ოზურგეთში. ძალიან ბევრი, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 8 წლის განმავლობაში ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებშიც. ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა".  მადლობა კიდევ ერთხელ", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics