02:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 13:35:03, 404 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო - „ქართული ოცნება"

ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო - „ქართული ოცნება", ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიღწევებს სჭირდება  შენარჩუნება და განვითარება.

„ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციური გეგმების განხორციელებას, რაც გულისხმობს 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის შენატანებით. მთავრობა მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ ლარს, 1300-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, 32 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფინანსდება გზებისა და ხიდების მშენებლობა. რეალურად, ჩვენ შევცვლით მთელი ქვეყნის ლანდშაფტს და სურათს და საქართვლო გახდება ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. გვაქვს გეგმები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო ხარისხიანი სერვისი ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს, ერთდერთი უიშვიათესი გამონაკლისი პერიოდია, როდესაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა აქვს ჩვენს მოქალაქეებს. ბოლო 8 წლიანი პერიოდი არის ერთდერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და გურულებმა, ჩვენ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ჩვენმა მოსახლეობამ ნახა და გამოცადა ყველაფერი, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ახლაც ომი ცხინვალის რეგიონში, ამიტომ, ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო, „ქართული ოცნება". ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად.

ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება განვითარება, მხოლოდ განვითარება, განვითარება და განვითარება. მხოლოდ შრომით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. გვჭირდება 24 საათიანი მუშაობა. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ირჩევთ თქვენს მსახურს რეალურად. მოსახლეობა ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მოემსახურება 24 საათის განმავლობაში თავის მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას. მე მინდ ბატონ ირაკლი კუჭავას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად  ემსახურა საკუთარ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამი ელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მოსახლეობა ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics