|
2021-08-18 13:01:05, 387 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით
ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქედაში „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით „მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდი ამ ულამაზეს მხარეში. როდესაც თითოეული ქართველი, თუნდაც უცხოელი აჭარაზე საუბრობს, პირველი რაც მოაგონდება ეს არის ზღვა, სანაპირო, აჭარული ხაჭაპური და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საუბრობს მთიან აჭარაზე, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია-არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას, თავის სუბტროპიკული ჰავით და კლიმატით, რაც აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ. მხოლოდ ეს არ არის. კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რაც აუცილებელია ვიცოდეთ. მაგალითად მეღვინეობა – მეღვინეობაზე საუბრისას, ყველას ახსენდება კახეთი, ქართლი. ბევრმა იცის, მაგრამ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობა ქედაში. ცნობილი ქედის „ცოლიკაურით“, „ჩხავერით“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია. აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე – ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიდან დაწყებული, ბევრი მიმართულებაა და ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური მოსახლეობა, რომელიც შრომობს და ქმნის სარგებელს თავისი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით. სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში -ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კუჭავამ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)