02:43 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 21:23:39, 492 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა დაპირება, შესრულდეს ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა დაპირება, რომელიც გავეცით, ყველა ის პროექტი, რომელიც გეგმად დავისახეთ, შესრულდეს ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ ყველა ადრე არსებული ხელისუფლებებისგან, რომლებმაც შეიძლება ფასადურად რაღაც გააკეთეს, თუნდაც ბათუმში, მაგრამ ამ ფასადურ პროექტებს ახლდა უამრავი გამწარებული ადამიანი - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბათუმს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ იყოს სამაგალითო ქალაქი როგორც ამ ქვეყანაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, განვითარებით, დინამიკით და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლებით, როგორც ბიზნესის კეთებით, ასევე თითოეული მოქალაქის და თითოეული ტურისტის აქ გატარებული დღით.

„ჩვენ ყველა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით, ყველა ის პროექტი, რომელიც გეგმად დავისახეთ, იყოს შესრულებული ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ ყველა ადრე არსებული ხელისუფლებებისგან, რომლებმაც შეიძლება ფასადურად რაღაც გააკეთეს, თუნდაც ბათუმში, მაგრამ ამ ფასადურ პროექტებს ახლდა უამრავი გამწარებული ადამიანი. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი ამოცანაა შევძლოთ კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ხალხს, ვემსახუროთ ბათუმელებს და ამ ყველაფერში გვჭირდება თქვენი თანადგომა, რომელიც არაერთხელ გვქონია.

ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა, იქნება ეს ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური, ყოფით პირობების გაუმჯობესება, თუ  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ბატონებმა ისაუბრეს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამბიცია გვაქვს, რომ ბათუმი გარდავქმნათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალაქად. აუცილებლად გავხდით ბათუმის დინამოსაც ქვეყნის ჩემპიონს და ამ არჩევნებშიც ძალიან ღირსეულად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში.

ბათუმი და ბათუმელები არასოდეს ვღალატობთ პრინციპებს და ეს ქალაქი მართლაც არის ღირსების, თავისუფლების და კულტურის ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც, თითოეული ბათუმელი, თითოეული გულშემატკივარი გვერდში დაუდგება ძალიან ღირსეულ მერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის და იმ გუნდს, რომელიც იქნება ამ ქალაქის უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. ეს ადამიანები სწორედ ამ თვისებებს ატარებენ და როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ემსახურებოდნენ ამ ქვეყანას და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საჯარო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე ბათუმელების სამსახურის. ამიტომ, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მინდა ყველას კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც ძველ გვარდიას, ჩვენ გვესწრებიან ადამიანები, რომლებიც 2011 წლიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს დაუდგნენ გვერდში, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, ეს ქალაქი ყოფილიყო თავისუფალი და თითოეულ ქართველს თავი ეგრძნო ღირსეულად ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით როგორც ძველი გვარდია, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები და ჩვენ ერთად დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მადლობა თქვენი გვერდში დგომისთვის და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics