|
2021-08-17 16:35:29, 306 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა-ოთხი წლის შემდეგ, ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მიაღწევს
„როგორც მე, მთლიანად ჩვენს გუნდს, მოსახლეობას, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი, საკრებულოს წევრები უზრუნველყოფენ ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ოთხი წლის შემდეგ, ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ეს მუნიციპალიტეტი მიაღწევს.“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე მისი თქმით, რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს,რომლის განვითარებსაც ხელი შეეწყობა. „ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ ადგილას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში. გონიოს ულამაზესი ციხე სიმბოლურია- სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა. დღესაც ასეთებად ვრჩებით და არა მხოლოდ ამ რეგიონში. ეს არის ბრწყინვალე სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ციხე დღესაც ძალიან ძლიერად დგას და ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. როდესაც ვსაუბრობთ ამ რეგიონზე, პირველ რიგში, თვალს ხვდება მოგხვდება ულამაზესი ბუნებაა ზღვის პირას, მთები, გამწვანება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ წარმოადგენს ულამაზეს ადგილს და გამოირჩევა კიდეც ტურისტების უხვი რაოდენობით. ამ მხარეს კიდევ ძალიან ბევრი სიმდიდრე გააჩნია. პირველ რიგში ეს არის მოსახლეობა, მრავალეთნიკური, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შრომობენ და ქმნიან სარგებელს თავიანთი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. შეიქმნა სპეციალური სამეწარმეო ზონა, განხორციელდა არაერთი ინვესტიცია და გაცილებით მეტია დაგეგმილი. გარემოზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი ხეობები, ჩანჩქერები, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აღვნიშნავ მაჭახელას ხეობას, რომელზეც მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ძალიან მალე დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაიზრდება ტურისტების ნაკადი. იქმნება სპეციალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის - იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ტურისტი. ადგილობრივები ცნობილები არიან თუნდაც კაჟ-ჩახმახიანი თოფების კეთებით და ამით განთქმულები იყვნენ საქართველოში. ასევე ბევრია სხვა ხელობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა- ზუსტად ეს არის სიმდიდრე. ამ ოჯახებს, ახალგაზრდობას უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც მერობის კანდიდატისგან გვაქვს. ჩვენ მის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ისე როგორც მე, მთლიანად ჩვენს გუნდს, მოსახლეობას, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი, საკრებულოს წევრები უზრუნველყოფენ ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ოთხი წლის შემდეგ, ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ეს მუნიციპალიტეტი მიაღწევს’-განაცხადა კახა კუჭავამ
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)