|
2021-08-17 12:01:23, 1922 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - თუ 2.5 მილიონ აცრას ჩავატარებთ, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში
თუ ამ სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 2.5 მლნ აცრას ჩავატარებთ, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, აცრის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება. „აცრის გარეშე ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ, როგორმე უნდა მოვახერხოთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ჩვენ სადღაც 650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში ეს უნდა ავიდეს აუცილებლად 800 000-მდე. შემდგომ, ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, სულ მცირე სადღაც 2.5 მლნ აცრა ჩატარდეს. თუ ამას გავაკეთებთ, 2.5 მლნ აცრა ნიშნავს მილიონ 250 ათასი ადამიანის აცრას, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში.
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)