03:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 12:39:24, 773 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში

ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გურჯაანის მერობის კანდიდატის წარდგენისას, სიტყვით გამოსვლისას განცახადა.

„ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანში, რომელიც ღვინის მუნიციპალიტეტის სტატუსს ატარებს. აქ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა მცირე და საშუალო მეღვინეობა, 200-მდე მარანია. არის მრავალი მიმართულება, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმისთვის, რათა კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენი რეგიონები, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა და დაგეგმილია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულიად მოხდეს ამ მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ-ერთი ლენდმარკი გახდება მთლიანად კახეთისთვის, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

ტექნოპარკი რეგიონში ორია და მათ შორის, ერთ-ერთი არის გურჯაანში. ეს არის ცენტრი, სადაც ახალგაზრდობა იკრიბება და შეუძლიათ, საკუთარი მიდგომები და ინოვატორული იდეები, პროექტები განახორციელონ, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში.

მოხარული ვარ, რომ გურჯაანის მაჟორიტარის ინიციატივით, გურჯაანში იქნება ცნობილი კულინარიის უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ცოდნის მიღებას შეძლებენ.

მევენახეობა მდიდარია ტრადიციებით, თუმცა, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შემოღება და განვითარება, რათა შევძლოთ პოტენციალის ათვისება, რომელიც სრულიად საქართველოს გააჩნია - ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, საზღვრებს გარეთ უმაღლესი სტანდარტის პროდუქცია გაიტანოთ.

როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიხარია, რომ პრიორიტეტია 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რაც ზოგადად გამოწვევაა მთელი საქართველოსთვის.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი ჩქაროსნული გზა, ის, რაც დაგეგმილია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე - ოთხხაზიანი ჩქაროსნული მონაკვეთი. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას.

ვერავინ იტყვის, რომ გურჯაანელების ერთ-ერთი მთავარი თვისება შრომა და თქვენს ქვეყანაზე ზრუნვა არ არის.

მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ რეგიონის, ამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატს. ის არის ექიმი, რაც ნიშნავს, რომ იგი იზრუნებს თითოეულ ადამიანზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მერს ყოველდღიური შეხება ექნება თქვენთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართულობას. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ახალგაზრდებიც იაქტიურებენ. ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში",- განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics