04:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 14:20:32, 448 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეტაპობრივად, თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად უნდა გარდაიქმნას.

„თქვენ თუ მოგზაურობთ რიკოთის მიმართულებით, ნახავთ, რომ მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი ხორციელდება, 50-ზე მეტი ხიდი, გვირაბები, უნიკალური პროექტია მართლაც. წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში შეეძლება ადამიანს, რომ ჩავიდეს, რაც ძალიან შეამცირებს და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, მობილობას გაუადვილებს  მოსახლეობას.

ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მე მინდა, რომ ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად და შემდეგ, ეს განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში, შევქნათ ახალი ტურისტული ადგილები, წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ მიმართულებით, ყველა ქალაქში მოეწყობა აღნიშნული ტიპის ევროპული ცენტრები და ურბანული განახლების პროექტი განვითარდება, გაგრძელდება. ჩემი დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ატრაქციები, რომ მეტი დამსვენებელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ასევე, მეტი სარეკრეაციო სივრცეები, მეტი პარკები, მეტი გასართობი ადგილები ჩვენი ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიცით, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ახლა, ჩვენი შემაფერხებელი არის ის საბოტაჟი, ის მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის შექმნის მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ამის საშუალება არ მივცეთ არავის. განვითარებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ჩვენ მივდივართ წინ და აუცილებლად გავაგრძელებთ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics