|
2021-08-13 14:07:36, 467 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მმართველი უნდა იყოს მსახური მოსახლეობის, ჩვენ ვართ დაქირავებული გარკვეული პერიოდით და უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე
ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, საქმე არის გასაკეთებელი ძალიან ბევრი, სოფლად, ქალაქში, ყველგან, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი. „ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიან მომსახურებაზე, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება. ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი. ოპერატიულად უნდა გადავუწყვიტოთ ყველა პრობლემა და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე. მერი და ზოგადად, ყველა მმართველი უნდა იყოს მსახური ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ ვართ დაქირავებული გარკვეული პერიოდით და უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, თავდადებით, თავგანწირვით. ამის მაგალითი უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, სხვანაირად, უბრალოდ, საქმე წინ ვერ წავა და ვერ დავდებთ შედეგს, პროგრესს. მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე. შრომა იქნება ჩვენი მთავარი გამოსავალი. ვიმყოფებით რა, ჩვენი მთავარი იდეოლოგის და ჩვენი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიწაზე, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ამ უნიკალური ქვეყნის და უნიკალური ხალხის წინაშე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდად, მტკიცედ და სტაბილურად. უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მე ვიცი, რომ ყვარელში ბევრი რამ გაკეთდა, მანამდეც და ახლაც, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა როსტომ სესიაშვილს მისი გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და სიყვარულით ემსახურება და ემსახურა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)