04:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 12:25:16, 351 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალა არ არსებობს, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს

ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ლაგოდეხს და ლაგოდეხელებს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დავიწყეთ აქტიურად რეგიონებში სიარული, ჩვენი კანდიდატების წარდგენები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები არის 2 ოქტომბერს დანიშნული. ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს. გამარჯვებაზე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, სწორედ თქვენი დამსახურებაა, ჩვენო  ამომრჩეველო, ერთგულო მხარდამჭერებო, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებო, ის, რომ ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. ამით მხოლოდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი არ გაიმარჯვა, მეგობრებო, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ხალხი და ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა და რეალურად, პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში დამყარდა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა.

რა თქმა უნდა, მშვიდობას და სტაბილურობას თან ახლავს განვითარება, რომელიც ყველა მიმართულებით მოვიტანეთ, ყველა სექტორის, ყველა სფეროს მიმართულებით ჩვენ  გვქონდა სერიოზული პროგრესი, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა. გადავხედოთ რა ხდება პოლიტიკურ სარბიელზე, არც ერთი ალტერნატიული ძალა არ არსებობს ქვეყანაში, გარდა „ქართული ოცნებისა", ვთქვათ ობიექტურად, შეხედეთ რა ხდება, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს, რა მდგომარეობაში არიან, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვილაპარაკო ჩვენს ოპონენტებზე, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ჩვენი გაჭირვება, გაჭირვება ჩვენი მოსახლეობის, რეალური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics