|
2021-08-13 11:31:11, 405 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები წარადგინა
ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ. შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად ატარებს კვლევებს. ,,საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს. 2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება. დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს. სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს. წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს. პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: · კახა კალაძე - 66,2 პროცენტი · ნიკანორ მელია - 33,8 პროცენტი აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება. ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: ქართული ოცნება - 46,3 ნაციონალური მოძრაობა - 23,3 გირჩი - მეტი თავისუფლება - 5,3 საქართველოსთვის - 5,2 მოქალაქეები - 3,3 სტრატეგია აღმაშენებელი - 2,3 ლელო - 2,3 პატრიოტთა ალიანსი - 2,1 ევროპული საქართველო - 1,4 გირჩი - 1,2 ლეიბორისტული პარტია - 0,9 ერთიანი საქართველო - 0,8 სხვა პარტიები - 5,6 შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია. საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა: · ქართული ოცნება - 22 მანდატი · ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი · გირჩი - მეტი თავისუფლება - 3 მანდატი · საქართველოსთვის - 2 მანდატი · მოქალაქეები - 2 მანდატი მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოში სტაბილური უმრავლესობა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ კახა კალაძემ შეუფერხებლად განაგრძოს 4 წლის წინ დაწყებული საქმე და დაბრკოლების გარეშე იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე. შეჯამების სახით, აღვნიშნავთ, რომ კვლევის შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობაზე. გვჯერა, რომ კახა კალაძისა და საკრებულოში მისი გუნდის გამარჯვება ნიშნავს თბილისის გამარჯვებას და დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში." - განაცხადა პაპუაშვილმა.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)